logo
ENG



ანტივაქსერული პანდემია - დროება

06 თებ 202220:26
3 წუთის საკითხავი
 

გასულ კვირას, ისეთი სურათი დადგა, რომ მთავრობა დაყვა, და პანდემიის მართვა ანტივაქსერებს მიანდო. ე.წ. მწვანე პასპორტების თემამ, საქართველოში იმთავითვე მრავალი გაუგებრობა გააჩინა. ნაწილი საზოგადოებისა საერთოდ ეწინააღმდეგებოდა ამ დოკუმენტის არსებობას, ნაწილი კი პირიქით - მოითხოვდა რომ უფრო მეტგან და მკაცრად მოეთხოვათ დაწესებულებებს მისი გამოყენება. მთავრობამ მწვანე პასპორტები კოვიდგადატანილ აუცრელ ადამიანებსაც დაურიგა, თანაც - სამუდამოდ. ორი მწვანე პასპორტი იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობაშიც არიან ადამიანები სხვადასხვა მოსაზრებით და ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ძალებსო, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცოტა ხანში კი, 1 თებერვალს როცა ქვეყანაში ყოველდღიურმა დაინფიცირებამ 25 000-ს გადააჭარბა, მოულოდნელად მწვანე პასპორტები მთავრობამ საერთოდ გააუქმა. ზრუნავს თუ არა მთავრობა საზოგადოების ჯანმრთელობაზე და რა პოლიტიკური მიზეზები დგას, კოვიდ-ქაოსის უკან - ნახეთ დროებაში. 


close დახურვა