logo
ENG



ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, კომპენსაციის მიმღებ პირთა სია ფართოვდება

19 ივნ 202011:27
3 წუთის საკითხავი
 
m7n4zl5doohylwh.jpg

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, კომპენსაციის მიმღებ პირთა სია ფართოვდება. ფინანსური დახმარება იმ პირებსაც შეეხებათ, ვინც 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მონაკვეთში უწყვეტად 3 თვის განმავლობაში იყვნენ დასაქმებულები, თუმცა 2020 წლის განმავლობაში ანაზღაურება არ მიუღიათ. ამ პირთა სია დამსაქმებლებმა მთავრობას 22 ივნისამდე უნდა წარუდგინონ.

„კომპენსაციას მიიღებენ ის პირები, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი/დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისაგან არ მიუღიათ ხელფასი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვუწოდებთ დამსაქმებელ კომპანიებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დამსაქმებელთა შესახებ, ხოლო შემდგომ პერიოდებზე ინფორმაციის განახლება სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში მოხდება“, - განაცხდა შემოსავლების  სამსახურის  წარმომადგენელმა. 


close დახურვა