არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიცია შეიტანეს.
ორგანიზაციაში ითხოვენ, რომ არ გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, მოიხსნას კომენდანტის საათი, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნას საკოლმეურნეო ბაზრები და ყველა თვითდასაქმებულმა მიიღოს სოციალური დახმარება. ახალგაზრდა თაობის პეტიციას ორი ათასი ხელმომწერი ჰყავს.
„ეტყობა ივანიშვილს ძალიან გაუტკბა ის კომფორტი რაც აქვს და ირაკლი კობახიძეს პრაქტიკულად რამდენიმე დღის წინ წამოსცდა, რომ კიდევ ერთი თვით გეგმავენ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა. მოვუწოდებთ, რომ არ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა, მოხსნან კომენდანტის საათი, რომელიც ლოგიკასთან არ არის კავშირში, ასევე დაუყოვნებლივ აღადგინონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე ერთჯერადი დახმარება მისცეს ყველა თვითდასაქმებულს“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.