logo
ENG



არ გაზრდილა ინფიცირებულთა რაოდენობა, შეგვემატა გამოჯანმრთელებულები - მარინა ეზუგბაია

21 აპრ 202019:37
3 წუთის საკითხავი
 
4w75gp5azt4xb9w.jpg

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ საავდმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, არ შემატებიათ ინფიცირებულები, ხოლო 14 მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ არის პროგრესირებადი.

„არ გაზრდილა ინფიცირებულთა რაოდენობა, შეგვემატა 2 გამოჯანმრთელებული. ახლა სულ მკურნალობს 311 ადამიანი. ჯერჯერობით პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, ჩატარდება კვლევები და მიმოხილვითი კვლევა, ამ არსებული მონაცემების შეჯერებით გადაწყდება მათი მდგომარეობის სიმძიმე. გამოჯანმრთელებული გვყავს 50, რამდენიმესთან არის პირველადი პასუხები უარყოფითი და ველოდებით მეორეულ პასუხებსაც. ზოგადი მდგომარეობა უცვლელია - ორი გვყავს პრობლემური, გვყავს 14 მძიმე, მათი მდგომარეობა არ პროგრესირდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.


close დახურვა