არ განიკითხო - ეს სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან დღეს წაკითხული ქადაგების მთავარი ლაიტმოტივი იყო.
არქიმანდრიტი იოანე საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ქადაგებისას ღია ტექსტით არ გამოხმაურებია, თუმცა სავარაუდოა, რომ განკითხვის ცოდვის ხსენება სწორედ სინოდის წევრის სკანდალურ განცხადებებს უკავშირდება.
დღეს ამბიონზე არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა, რომ არ უნდა განიკითხოს საზოგადოებამ არავინ, არც პოლიტიკოსები, არც მღვდელთმსახურები და არც მტერი.
"განკითხვა არ არის ჩვენი საქმე. უფალი ბრძანებს, რომ არ განიკითხო, და ბრძანებს, რომ უნდა გვიყვარდეს. მტერიც უნდა გვიყვარდეს, მაგრამ დღევანდელი რეალობით ჩვენ ერთმანეთიც არ გვიყვარს სამწუხაროდ. ღმერთმა შეგვინდოს, ღმერთმა გვაპატიოს თითოეულ ჩვენთაგანს ეს ძალიან დიდი დანაშაული, ერთად არ ყოფნა, ულოცველობა და ძალიან ბევრი ცოდვები," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.