ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპოზიციონერის სიცოცხლე ციხეში დასრულდა. პოლიტიკოსი, რომელიც მოწამლეს, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, მკურნალობის შემდეგ კი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და ის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც წამების მსხვერპლი გახდა. რუსეთის პრეზიდენტის პიარი პატიმარი ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. ნავალნის დაღუპვა მკვლელობად ფასდება. დღეს გამოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც სიკვდილამდე სავარაუდოდ 1 დღით ადრეა გადაღებული მოსამართლესთან ონლაინ კომუნიკაციის დროს. დღეს რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნავალნი სეირნობის შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
არ დანებდეთ! - ნავალნის გზა
16 თებ 202420:16
3 წუთის საკითხავი