logo
ENG



არ მოითმინო, გამოდი!-ქალების აქცია ბაქოში დაკავებებით დასრულდა

21 ოქტ 201908:26
3 წუთის საკითხავი
 
1ojsor5t2hxto5l.png

საპროტესტო აქციების მეორე დღე ბაქოში - გამოსვლები კვლავ დაკავებებით დასრულდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში აქცია ამჯერად  ქალებმა გამართეს. აქტივისტებმა ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები გააპროტესტეს. ისინი ქალების უფლებების დაცვასა და ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერებას ითხოვდნენ. აქცია სახელწოდებით "არ მოითმინო, გამოდი!" არასანქცირებული იყო. ქალაქის ადმინისტრაციამ აქციის ორგანიზატორებს მიტინგის ჩატარების უფლება. მოქალაქეების დასვენებისთვის ხელის შეშლის მიზეზით არ მისცა. პოლიციამ მომიტინგეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა პლაკატები გაშალეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ცხრა ქალი მოკლეს. 


close დახურვა