logo
ENG



არ უნდა იყოს საფლავებზე ის, რაც გვახასიათებს, თუ აუცილებლობა არ არის, ნუ წახვალთ - გამყრელიძე

19 აპრ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს სასაფლაოებზე წასვლისგან თავი შეიკავონ. 

როგორც გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, სააღდგომო ლიტურგიაზეე მრევლის სიმცირემ, გარკვეულწილად, ვირუსის გავრცელების რისკები შეამცირა, თუმცა მისივე განმარტებით, კონკრეტული შედეგები, მომდევნო დღეებში გამოჩნდება.  

"ვის გადაედება ინფექცია, ეს 2 დღეში არ გამოჩნდება. ეს გამოჩნდება მე-4, მე-5, მე-7 დღეს. გარკვეული ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ ინფექცია გავრცელდა საჯარო შეკრებებიდან, ეს თავს იჩენს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მათ შორის თავშეყრად განიხილება ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, სასაფლაოებზე გასვლა. მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. თუ რამე განსაკუთრებულია, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი ოჯახიდან. თუ არ არის აუცილებელი და არ უნდა იყოს საფლავებზე ის, რაც გვახასიათებს, იქ ჭამა-სმა. აღდგომა დღეა და მე სამსახურში ვარ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გუშინ ქვეყნის მასშტაბით, ტაძრებში საააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. მოქალაქეები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ, ხოლო დაშლა დილის 06:00 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყეს. 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში ინფიცირების 394 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 86 განიკურნა, ხოლო 4 გარდაიცვალა. 


close დახურვა