logo
ENG



არა-ფობიას: მიუღებელია ზაზა აბაშიძის შუღლის გამღვივებელი და ქსენოფობიური განცხადება

04 მაი 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო, სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მთავრობას  ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნისკენ მოუწოდებს.

გაერთიანების წევრების შეფასებით, ზაზა აბაშიძის ფეისბუქ კომენტარი ეთნიკური სიძულვილის შემცველია და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ არაჰუმანურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

სამოქალაქო პლატფორმის წევრებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ქსენოფობიის ტალღაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ .

„დემოკრატოული ინიციატივის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის“ მარი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზაზა აბაშიძის თანამდებობის დატოვების საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს.

„ჩვენთვის კატეგორიურლად მიუღებელია ბატონი ზაზა აბაშიძის განცხადება, რომელმაც არა მხოლოდ ქსენოფობიური, არამედ ეთნიკური შუღლის გამღვივებელი და არაჰუმანური განცხადება გაავრცელა. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება ასეთ შემთხვევაში. პირველ რიგში, განხილვა უნდა მოხდეს, რომ ბატონმა ზაზა აბაშიძემ დატოვოს თანამდებობა“, - აცხადებს კაპანაძე.

განცხადებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. 


close დახურვა