logo
ENG



კობახიძე ზაზა აბაშიძეზე: ავირჩიეთ ევრონაცი, შმაცების კომკავშირის აქტივისტი, კვოტას ვეცით პატივი

01 ივლ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 
9gdz3cywq7f5ros.png

ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახლადარჩეულ წევრს, ზაზა აბაშიძეს „ევრონაცს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის კვოტების პატივისცემის გამო აირჩიეს.

როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, აბაშიძე არის „სირცხვილიას“ აქტივისტი, ხოლო ეს სამოქალაქო აქტივისტები არიან „შმაცების კომკავშირი".

მძინარაშვილის გარდა დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ „სირცხვილიას“ ერთ-ერთ აქტივისტს,  ზაზა აბაშიძეს. სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია. ევრონაცი ავირჩიეთ იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. ეს არის პარლამენტში ვალდებულება - კვოტა უნდა დავიცვათ. ეს კვოტა დავიცავით და ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა აბაშიძე ბონდო მძინარაშვილთან და გიორგი მურღულიასთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში დღეს აირჩიეს. ისინი ბორდში ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძესა და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.


close დახურვა