logo
ENG



არა რუსულ კანონს! - პროტესტი თბილისში

24 აპრ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

ციხიდან გათავისუფლებულ ლაზარე გრიგორიადისს აქციაზე დღესვე ელოდებიან. შეკრება რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ იწყება. რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება და ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარანარევი მიმართვის არ ეშინიათ. გომელაურის უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ "ხელოვნურად" მოძრაობის შეფერხებას, ამას მოჰყვება "შესაბამისი რეაგირება".

 


close დახურვა