logo
ENG



არა სასამართლოს ოკუპაციას - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

08 ნოე 201916:48
3 წუთის საკითხავი
 
w9kaz5yau5aouw7.png

"არა სასამართლოს ოკუპაციას" - ამ სახელწოდებით კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული მოძრაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების უვადოდ დანიშვნას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიას კენჭი არ უნდა უყაროს. 

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. იგივე კანდიდატები, რომლებიც დღეს ურცხვად სხედან და ითხოვენ რომ აირჩიონ უვადოდ. ეს ჩვენთვის მიუღებელია რადგან ამ ჯალათი მოსამართლეების შემობრუნება, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არ შეიძლება. მოთხოვნა გვაქვს, დავაწესოთ სამართალი სასამართლოში,“ - განაცხადა პარტიის წევრმა სულხან მარჯანიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თემურ რობაქიძის თქმით, ის პირები, რომლებიც უვადო მოსამართლეობაზე არიან წარდგენილები არასამართლიანი გადაწყვეტილებების ავტორები არიან და "მათი ადგილი საქართველოს მომავალში არ არის". 

"ვაპროტესტებთ იმ მოსამართლეების არჩევას რომლებიც აკანონებდნენ არასამართლიან და არაადამიანურ რეჟიმს, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავლში მათი ადგილი არ არის," - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ბოლო კანდიდატს მოუსმინეს. ახლა უკვე პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც კანონმდებლები მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.  

 


close დახურვა