ადგილობრივი ბიზნესმენები გიორგი გახარიას აკრიტიკებენ. უფრო ზუსტად კი, ისინი პრემიერის გუშინდელი მუქარით არიანი უკმაყოფილოები.
საცალო ვაჭრობის ბიზნესაცოციაციის თავმჯდომარის თქით, მთავრობას მსხვილმა გაერთიანებებმა მიმართეს გარკვეული შეღავათებით დაწესების შესახებ, თუმცა ისინი ამ დრომდე უპასუხოდ არიან დარჩენილნი. მათივე თქმით, დღეს ორმაგი სტანდარტებით მუშაობს მთავრობა.
"29 წელია ბაზარზე ვარ და ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება ჩვენი თანამშრომლებია. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თუ მთავრობას სურს დაანახოს საზოგადოებას რომ მეტად ზრუნავს, მაშინ მეტიც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგენლობას თანამშრომლებთან ერთად და ვცილობთ პირველ რიგში ვიფიქროთ არა ბიზნესსზე, არამედ იმ დახმარებაზე, რქაც ჩვენს თანამშრომლებს და გუნდის წევრებს სჭირდებათ",-აღნიშნა კახა კაზარაძემ.
გადასახადების გადამხდელა ასოციაციის თავმჯომარის თქმით, კი ხელისუფლება ორმაგი სტანდარტრებით საქმიანობს და ეს ვნებს მათ შორის ბიზნესსაც. ასეთ ვითარებაში, სულ მალე დაიწყება ეკონომიკური კრიზისი.
"კრიზისულ ფაზაში შედის ამ პირობებში კიდევ ბიზნესისკენ ხელის გაშვერა და რაღაც ვალდებულებების მოთხოვნა მისგან. ამ ყველაფერთან ერთად არ ჩანს ბიზნესის დახმარებისა და გვერდში დგომის რაიმე კონკრეტული ღონისძიება. ეს ყველაფერი ერთად რომ ავიღოთ და გავიაზროთ, უცნაურად ჩანს. არაა შემოსავალი და ვერ იქნება, ვერც ხელფასი, ვერც იჯარის გადასახადი, ვერც კომუნალური და საერთოდ ყველა ის ხარჯი, რასაც ბიზნესი აფინანსებს თავისი შემოსავლიდან, ეს ყველაფერი ვეღარ იქნება",- ალექსანდრე რატიშვილი.