logo
ENG



არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული-პროკურორი გაბუნიას მკვლელობის საქმეზე

19 ივნ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში არაერთი მოწმე დაიკითხა. 

მისივე თქმით, სხვა მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება, თუმცა პროკურორი კონკრეტულ პიროვნებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. 

"არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის ხორციელდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ბრალდების მხარე, გამოძიებასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ამ საქმეზე, გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს, სხვა მოწმეების გამოკითხვაც. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაკითხული არიან სხვადასხვა მოწმეები, თუმცა კონკრეტულ ვინ, საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა სილაგაძემ

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა


close დახურვა