logo
ENG



არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

06 დეკ 202319:24
3 წუთის საკითხავი
 
არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებისა და ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული გურჯაანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყების განცხადებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის "ე" და მე- 4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.


close დახურვა