გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
გიორგი გელხაურის თქმით, არც ოჯახსა და დაცვის მხარეს, არც გამოძიებას, ზ.ხ.-ს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
„მოვედით, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზ.ხ. გადაიყვანეს მერვე დაწესებულებაში - მოგვიწევს გლდანის მერვე დაწესებულებაში ხვალ შესვლა. ამის შესახებ არც დაცვის მხარემ და არც გამოძიებამ არ იცოდა", - ამბობს გიორგი გელხაური.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ზ.ხ. მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს - ამის შესახებ მოკვლევა დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.
საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა განზრა მკვლელობის გრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.