logo
ENG



არგანაშვილი: განათლების მინისტრი საკუთარ თავს არ ხედავს ბავშვების დამცველად

01 თებ 202115:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/saf9te0ndhtg36h.png

ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ განათლების მინისტრი ბავშვების ინტერესების დასაცავად უნდა იბრძოდეს, თუმცა ის პასიურია და პროტესტს არაფერზე გამოთქვამს.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა, განათლების სისტემა სპონტანურად მიედინება და ნაცვლად იმისა, რომ მინისტრი ბავშვების საჭიროებებზე ამახვილებდეს ყურადღებას, განყენებულ თემებზე საუბრობს.

"განათლების მინისტრი საკუთარ თავს არ ხედავს ბავშვების დამცველად. განათლების მინისტრმა უნდა იბრძოლოს ბავშვების ინტერესების დასაცავად. თუ არის რაღაც თანხა გადასანაწილებელი და ამ თანხას ყველა ცდილობს, რომ... ვიღაცას უნდა, რომ მოლი გაიხსნას, ვიღაცას უნდა, რომ სამსახური გაიხსნას, ამ დროს განათლების მინისტრი უნდა იყოს ბავშვების ჩემპიონი და ცდილობდეს, რომ ეს თანხა ბავშვებს მოხმარდეს, მაგრამ არა, მას არასდროს პროტესტი არ გამოუთქვამს, არასდროს პოზიცია არ დაუფიქსირებია, რომ ხალხო, მესმის, რომ სხვა ინტერესებიცაა, მაგრამ მე ბავშვთა ინტერესებს დავიცავ. ამ სიტუაციაში ეს სისტემა არის თავის გარეშე, სპონტანურად მიედინება და ვიცით, რომ ის არაფერს გააპროტესტებს, არასოდეს შეეწინააღმდეგება არც პრემიერმინისტრს, არც პარლამენტს.

მინისტრი უნდა იბრძოდეს და მთავრობისა და საკოორდინაციოს ყოველ სხდომაზე უნდა მოითხოვდეს, რომ არა! ახლა ბავშვები ყველაზე მეტად ზიანდებიან, მომეცით საშუალება, რომ დავიცვა, მაგრამ ის პასიურად არის, განყენებულ თემებზე საუბრობს", - ამბობს არგანაშვილი.

დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სწავლა ამ სამ ქალაქში.


close დახურვა