არგენტინის საპრეზიდენტო არჩვნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალბერტო ფერნანდეზმა გაიმარჯვა. ბოლო ინფორმაციით, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 48 პროცენტი მიიღო. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კი 40 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. აგვისტოში ქვეყნაში საპრეზიდენტო პრაიმერიზი ჩატარდა, რასაც არგენტინული პესოს რეკორდული გაუფასურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ კანდიდატების საარჩევნო პროგრამა ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზეა ორიენტირებული.