logo
ENG



არესტოვიჩი: თვენახევარი და, ვფიქრობ, რუსეთის შეტევა თანდათან მინელდება

08 ივლ 202214:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/08/3cuhv3dxv4gmnb4.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, იმის თაობაზე, რომ "რუსეთის არმიას უკრაინაში სერიოზულად ჯერ არაფერი დაუწყია", მხოლოდ რუსეთის შიგნით, შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. 

"ერთი პასუხი მაქვს [პუტინის განცხადებაზე]: არ დაგიწყიათ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ამთავრებთ. თვენახევარი და ვფიქრობ, მათი შეტევის მცდელობები თანდათან მინელდება." - ამბობს ალექსეი არესტოვიჩი. 

არესტოვიჩის განცხადებით, პუტინმა იცის უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის შესახებ  და "მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის."

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, გუშინ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა, მისი თქმით, რაც დრო გავა შეთანხმების მიღწევა უფრო რთული გახდება და რომ რუსეთთან ბრძოლაში "დასავლეთი უკვე დამარცხდა".

 


close დახურვა