უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოფიციალური კიევი ნატოს ცის ჩაკეტვას აღარ სთხოვს.
როგორც არესტოვიჩმა Meduza.io-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ცის ჩაკეტვის საკითხი უკვე დახურულია.
"ეს საკითხი უკვე დახურულია. ის, რაც ჩვენ გვჭირდება, - ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც უკვე გვაწვდიან, ცას კი, უკვე ჩვენითაც ჩავკეტავთ", - განაცხადა არესტოვიჩმა.