logo
ENG



არესტოვიჩი: რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა დღეს, 2 მარტს შედგეს

02 მარ 202216:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/88lp9vekoak2945.jpg

პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის სავარაუდო თარიღი დაასახელა.
არესტოვიჩმა, ასევე თქვა, რომ დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი იქნება, მათი პოზიციები კი მყარი. მისი თქმით, შეხვედრა, შესაძლოა, დღეს, 2 მარტს შედგეს. 

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ მიიღებს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.

რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, "დენაციფიკაციასა" და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.


close დახურვა