უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსები კვლავ ცდილობენ, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, რუსებმა ოთხჯერ ისროლეს უშუალოდ პრეზიდენტის სიახლოვეს, გარდა ამისა, მათ სურთ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდანაც ვინმეს "მოშორება".
"თქვენი მონა მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულში - ეს ოპერატიული მონაცემებია. რადგანაც მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც მიმდინარეობს პროცესი ვიდეოზარით - ნიშნავს საკუთარი თავისთვის მოლაპარაკებებისთვის ყველა გზის გადაჭრას. და თუ არ იქნება მოლაპარაკებები - ეს სულ სხვა სიტუაციაა", - თქვა არესტოვიჩმა.