logo
ENG



არესტოვიჩი: უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევისკენ მიმავალი სამივე საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო

17 ოქტ 202216:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/56198ieutw9vi4b.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევისკენ მიმავალი სამივე საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო.

"კიევისკენ მიმავალი სამივე საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვა მუშაობს - რაკეტები ასევე მიმართულია უკრაინის სხვა რეგიონებზე," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.  

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმის შედეგად 6 თვის ორსული დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, კიევზე განხორციელებული თავდასხმისას 3 ადამიანია დაღუპული, 4 კი დაშავებული.


close დახურვა