logo
ENG



არესტოვიჩის თქმით, უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა მოაწყვეს, რუსებმა კი უკან დაიხიეს

15 ოქტ 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/u12dliyitwgy9fi.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ჯარბმა ბახმუტთან კონტრშეტევა მოაწყვეს, რუსებმა კი უკან დაიხიეს.

"სვატოვოს მიდამოში გარკვეული წინსვლა იყო, რუსული შენაერთები ცდილობდნენ კონტრშეტევას. კონტრშეტევა ბახმუტთან ჩვენმა ჯარებმა მოაწყვეს, რუსებმა კი უკან დაიხიეს. ფრონტის რომელ მონაკვეთზე განდევნეს რუსები ვერ ვიტყვი, რადგან გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელმა დამცველებმა 1600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინის ცნობით, მხოლოდ ხერსონის რეგიონში 75 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.

უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით გრძელდება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ხერსონის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1170 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.


close დახურვა