logo
ENG



არველაძე: კობახიძემ მითხრა, რომ ოცნების სიაში არ ვიქნები

09 სექ 202013:54
3 წუთის საკითხავი
clock 689
er2zwi926w2b9jk.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ის ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში არ იქნება. 

პარლამენტის უხუცესი წევრის თქმით, ამის შესახებ მას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აცნობა.

"ნამდვილად მართალია, ბატონმა კობახიძემ მითხრა, რომ არ ვიქნები ქართული ოცნების სიაში. რომ შემოეთავაზებინათ სიაში ყოფნა, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ თავს ვიკლავდი. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი ლიდერი დღევანდელი პარლამენტის ხელმძღვანელობიდან იგივე კობახიძე, იგივე თალაკვაძე აუცილებლად იქნებიან სიაში. ზუსტად ხვალ გავიგებთ",- განაცხადა არველაძემ.

ქართული ოცნება საარჩევნო სიის პირველ ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა