logo
ENG



არველაძე: ძალადობის წინააღმდეგი ვარ...ბასილაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ მხარდაჭერას ვუცხადებ

25 მაი 202001:02
3 წუთის საკითხავი
 
kuxijwdnm7mraak.jpg

 

ქართველი ფეხბურთელი, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და მას მხარდაჭერას უცხადებს.

ამასთან, არველაძე ამბობს, რომ ყველანაირი ძალადობა, გასნაკუთრებით ქალების მიმართ, მისთვის მიუღებელია.

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს შოთა არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 


close დახურვა