ანსამბლის ისტორიაში პირველი ყველაზე ხანგრძლივი და იძულებითი დასვენების შემდეგ, სუხიშვილები მაყურებელს ახალი ექსპერიმენტით უბრუნდებიან.
პანდემიის გამო გაჩერებული სამყარო არ გაჩერდა შემოქმედებისთვის, - არტეფაქტები ის პროგრამაა, რომელიც ცეკვის მოყვარულს წარმოდგენას შეუქმნის სამყაროს, ცეკვის და კაცობრიობის საწყისზე.
როგორ მოძრაობენ უხსოვარ დროს პირველი მოცეკვავეები - კონცერტების სერიის სანახავად ანსამბლი ყველას ღია ცის ქვეშ 27 ივლისიდან ეპატიჟება.