logo
ENG



არქიმანდრიტი იოანე: რატომ მიმდინარეობს ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ბრძოლა, არ მესმის

04 აპრ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ეკლესიის წინამძღვრებმა საპატრიარქოს მითითებების შესრულება უკვე დაიწყეს. ტაძრებში მრევლის დისტანცირებისთვის მონიშვნები კეთდება, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე ვრცელდება. რაც შეეხება ზიარების წესის შეცვლას, იერარქებს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურთ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. მღვდელმთავრების ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ ეკლესიაში ვირუსის გავრცელება შეუძლებელია,  ნაწილი კი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაზე მიანიშნებს.

„სანამ სამ კაცზე იქნებოდა, მანამდე 10 კაციც იყო. ტაძარში იყო ხალხი, მაგრამ არ ყოფილა დარღვევა და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, დისტანცია იქნება დაცული და საზოგადოებრივ მაუწყებელზე  პირდაპირ ეთერში იქნება წირვა. ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ მსახურებები აღვავლინოთ,  აქედან გამომდინარე, რატომ მოითხოვენ,  რომ მაინცდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, არ მესმის“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ყველა იმ რეკომენდაციას ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სფეროს მიერ არის გაცემული.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა 5 საათის ნაცვლად დაიწყება 4 საათზე და დასრულდება 8 საათზე, რათა არ დაირღვეს კომენდანტის საათის წესები.


close დახურვა