ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 4 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
ვინ ჩაიგდო მარნეული ხელში
ვინ ჩაიგდო ხელში გავლენები მარნეულში, და რა გააკეთა ადგილობრივებისთვის მდუმარე მერმა
ბოლნისში პოლიციელებმა ენმ-ის წევრის, არიფ იუსუფოვის "დაკითხვაზე გადაყვანა" სცადეს
ბოლნისის სოფელ ნახიდურში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, არიფ იუსუფოვის პოლიციაში გადაყვანა სცადეს
იუსუფოვის თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მის დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა, მან უარი თქვა, პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასულიყო.
იუსუფოვის გადაყვანას ხელი შეუშალეს მისი ოჯახის წევრმა ქალებმაც.
საქმე, როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება - დაახლოებით 1 კვირის წინ ჩაიხანაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი და არიფ იუსუფოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ძალადობასა და თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ბოლნისში პოლიციელებმა ენმ-ის წევრის, არიფ იუსუფოვის "დაკითხვაზე გადაყვანა" სცადეს
ბოლნისის სოფელ ნახიდურში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, არიფ იუსუფოვის პოლიციაში გადაყვანა სცადეს. იუსუფოვის თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მის დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა, მან უარი თქვა, პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასულიყო. იუსუფოვის გადაყვანას ხელი შეუშალეს მისი ოჯახის წევრმა ქალებმაც. საქმე, როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება - დაახლოებით 1 კვირის წინ ჩაიხანაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი და არიფ იუსუფოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კახა კალაძემ ინფექციონისტებს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭა
კახა კალაძემ ინფექციონისტებს და ექიმებს - თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, ლევან რატიანს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, ამირან გამყრელიძეს და ლევან გოფოძეს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭა.
დაჯილდოება თბილისობის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მერიამ, თავის მხრივ, კონცერტით აღნიშნა.
"პანიკის საფუძველი არ გვაქვს. თქვენ ბრძანდებით დაცული, თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ჩვენ, სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, არ მივმართავთ უკიდურეს ზომებს, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა, ე.წ ლოქდაუნი და სხვა". - თქვა თენგიზ ცერცვაძემ სცენაზე.
თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და ლევან რატიანი ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს წარსულში არაერთხელ დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ახალი ვიდეო გაავრცელა
მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ივანიშვილი „მარიოს" როლს ასრულებს, ხახვს აგროვებს, თუმცა ფინიშის ხაზამდე ვერ აღწევს.