ბელარუსში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა მოსახლეობამ ხვალ უნდა აირჩიოს. 110-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 516 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მთავარ ოპოზიციურ კანდიდატებს რეგისტრაციაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკის გამო, უარი უთხრეს. პარლამენტში ამ დროისთვის მხოლოდ ორი ოპოზიციონერი დეპუტატია. ბელარუსში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებლები მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად აფასებენ.
არჩევნები ბელარუსში - 110-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 516 კანდიდატი იბრძვის
16 ნოე 201914:00
3 წუთის საკითხავი