არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - დღე პირველი. მთავარი ოპოზიციური პარტია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ურთიერთბრალდებებით და შიდა დაპირისპირებით გამორჩეული საარჩევნო კამპანია დასრულებულია. მთავარი ოპოზიციური პარტიის, დაახლოებით 50 ათას ამომრჩეველს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველ კანდიდატს მხარი დაუჭიროს. არჩევნები ე.წ. ბლოკ ჩეინის პრინციპით მიმდინარეობს და ის ხვალ დასრულდება. ნონა მამულაშვილი, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე, ლევან ხაბეიშვილი - ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი ამ ოთხ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ორ დღეში გახდება ცნობილი, ვინ იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და დაიწყება თუ არა ახალი ეტაპი მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, რომელიც ბოლო დროს, საკმაოდ სუსტად გამოიყურება.
არჩევნები ენმ-ში - შაბათის ფორმულა
28 იან 202320:03
3 წუთის საკითხავი