შეიცვლება თუ არა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმა, შიდა პარტიული არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში საარჩევნო კომისიის წევრები იკრიბებიან. კანდიდატთა ნაწილი საარჩევნო კამპანიის ჩატარების პარალელურად, უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რეგისტრაცია ხარვეზით მიმდინარეობს. ამან კი მათი თქმით, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს პროცესის და შედეგის სანდოობასაც.