პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ის შენობის ეზოში რამდნეიმე წუთის წინ ავტომანქანით შევიდა. ამ დროისთვის პარლამენტის შესასვლელებს სამართალდამცველები იცავენ. პარლამენტში შესვლა სურთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებს, მაგრამ მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 12:00 საათზე პლენარული სხდომაა ჩანიშნული.