logo
ENG



არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

06 აპრ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
k8lwo2vej2z4qrk.png

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზეც იმსჯელეს. ასევე განიხილეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგები.

საპარლამენტო უმრავლესობის ონლაინ შეხვედრა


close დახურვა