საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, თალაკვაძე აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე დაუბრუნდება.
„განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც”, - აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის სამ თანამშრომელს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.