აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ბაბაიანი დააკავეს. ბაქოს ცნობით, ბაბაიანზე სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაწყებული. 27 სექტემბერს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ასევე დააკავეს მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. 100 ათასამდე დევნილი და სომხეთი პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე. დროების გადამღებმა ჯგუფმა ამ კვირაში დევნილთა ქალაქი გორისი მოინახულა, სადაც ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი რეგისტრაციას გადის და პირველად დახმარებას იღებს, იყო ერევანშიც, სადაც პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. ფაშინიანის შერყეული რეიტინგი და პრორუსული ოპოზიცია, რომელიც მხარდამჭერთა მობილიზებას ვერ ახერხებს - რა ხდება ერევანში - დროება სომხეთიდან.
არცახის ბოლო შემოდგომა - დროება
01 ოქტ 202320:08
3 წუთის საკითხავი