logo
ENG



ასათიანის ქუჩაზე 19-ე საუკუნით დათარიღებული სახლის ნაცვლად კომერციულ ნაგებობას აშენებენ

05 ნოე 201920:54
3 წუთის საკითხავი
 
wmeweoy2ygc8xdh.png

ლადო ასათიანის 22 ნომერში მდებარე მშენებლობაზე ფორმულას“ კამერის და სპეციალისტების გამოჩენას მშენებლები და ზედამხედველები აგრესიულად შეხვდნენ და ტერიტორიის გადაღების უფლება არ მოგვცეს. 19 -ე საუკუნით დათარიღებული სახლის ნაცვლად აქ, სავარაუდოდ, სასტუმროს ან კომერციულ ნაგებობას აშენებენ. სამშენებლო ბანერის ნაცვლად მშენებლობაზე ქართული ოცნების დროშა დაგვხვდა. სახლს  ისტორიული სარდაფი ჰქონდა. სპეციალისტების თქმით, სარდაფი კარგად იყო შემონახული და ახლა თითქმის მთლიანად დანგრეულია. ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე სახლი და ნაკვეთი დღეს  კერძო საკუთრებაა. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის და ამიტომ მფლობელს აქვს უფლება შეთანხმებული პროექტის მიხედვით რაც სურს ის ააშენოს, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები მას ურჩევენ, შემორჩენილი სარდაფი არ დაანგრიოს და ქალაქს შემოუნახონ.

სოლოლაკში მდებარე თითქმის დანგრეული ნაგებობის და სარდაფის თაღები ამ დრომდე შემორჩენილია. შენობის ნგრევას მშნებლები ახლაც აგრძელებენ. ხელოვანმცოდნეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მფლობელმა გაიაზროს საკუთარი ქონების მნიშვნელობა და ისიც რომ რეკონსტრუქციის დროს ასეთ ადგილებში მშენებლებს ხშირად სიურპრიზები ხვდებათ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კერძო საკუთრება ასათიანის ქუჩაზე კომპანია „ოლდ მათ ჩვე გრუპსეკუთვნის და რამდენიმე მეწილე ჰყავს. ჩვენ მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა სატელეფონო ზარებ არ უპასუხეს. ისტორიულ უბანში შენობის დანგრევის ნებართვა მან, სავარაუდოდ, ქარულ ოცნებასთან კავშირის გამო მიიღო.  კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი გველესიანმა პარტია ქართულ ოცნებას და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს წინაასაარჩევნოდ ორჯერ 60 ათასი ლარის ოდენობის თანხა შესწირა

ლადო ასათიანის ქუჩაზე ძველი ნაგებობის დემონტაჟი ახლაც გრძელდება მფლობელებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ და ტერიტორიის გადაღება დღეს მხოლოდ შორიდან იყო შესაძლებელი. მიიღებს თუ არა რაიმე ზომებს ქალაქის მთავრობა გაითვალისწინებს თუ არ მფლობელი სპეციალისტების რეკომენდაციებს ეს ჯერჯერობით უცნობია.

 


close დახურვა