სანკტ პეტერბურგში, სავაჭრო ცენტრ London Mall-ში მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, უცნობმა კაცმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მოლში ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა.
შენობაში ამ წუთებში ექსპერტები მუშაობენ. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მოლში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, თუმცა სამუშაოები გრძელდება.