ასლან ბჟანიას თანაგუნდელები დე ფაქტო ოპოზიციის მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
გვიან ღამით ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი გუნბამ მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნების გადადების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც საკუთარ პოზიციას თავად ასლან ბჟანია გამოხატავს.
ამ დროისთვის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამვლის დიაგნოზით კვლავ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
ბჟანიას მომხრეები დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. ვითარების განმუხტვის მიზნით ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გვიან ღამით დე ფაქტო კანდიდატებს შეხვდა და მათთან კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს.