ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთის კლდოვან ნაწილზე ხანძარია. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
"ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეცაღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.