logo
ENG



ატლანტაში პოლიციელებმა შავკანიანი მოქალაქე მოკლეს

14 ივნ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 496

რასიზმისა და სამართალდამცველთა მხრიდან დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო მწვავდება. დემონსტრაციების ახალი ტალღა და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა ატლანტაში პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მამაკაცისთვის სროლას.  

შემთხვევა სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 27 წლის მამაკაცს საჭესთან ჩაეძინა და სხვა მომხმარებლებს რესტორნამდე მისვლაში ხელი შეუშალა.  ალკოტესტის პასუხმა აჩვენა, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

მძღოლმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ მათგანს ელექტროშოკის აპარატი წაართვა და გაიქცა, რასაც გასროლა მოჰყვა. რეიშარდ ბრუქსი გასროლიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მომხდარის გამო გადადგა ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის მეთაური. 


close დახურვა