logo
ENG



ატლანტიკური საბჭო თანამშრომლების სახლებში ჩხრეკების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

25 ოქტ 202401:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/iy0kx6franxtfyk.jpg

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი გრაჰამ ბრუკი საქართველოში მათი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას ეხმაურება და საბჭოს სახელით განცხადებას ავრცელებს.

ატლანტიკური საბჭო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოვლენების ასე განვითარებითა და თანამშრომლების მუშაობაზე მისი გავლენის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. 

"ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი დამოუკიდებელ, უპარტიო მუშაობას ეწევიან, რომელიც მიმართულია დემოკრატიის დაცვისკენ მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში, მათ შორისა კვლევები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოური გავლენის მცდელობებთან, რომელთა სამიზნეა მარგინალიზებული ჯგუფები, და სხვა ონლაინ ზიანი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შესძენს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს, გააგრძელონ თავიანთი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში.

ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მხარდამჭერი. Digital Forensic Research Lab აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ხაზგასმულია დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გლობალური მომავლის ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

24 ოქტომბერს, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა.

ასევე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.

გარდა ამისა, ქუთაისში მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც გარჩხრიკეს. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს. 

აღსანიშნავია, რომ გაჩხრიკეს Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.  


close დახურვა