logo
ENG



ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი არჩევნებზე: ხმები უნდა გადაითვალოს

02 ნოე 202022:29
3 წუთის საკითხავი
 

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ლორა ლინდერმანი ფორმულასთან საუბარში საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ხმები თავიდან უნდა იქნას გადათვლილი.

ლინდერმანის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წელს უფრო მწვავე დარღვევები დაფიქსირდა.

"საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი იყო ისეთივე, როგორიც ვნახეთ 2018 წელს. თუმცა, ვიტყოდი რომ დარღვევები ამჯერად ოდნავ უფრო მწვავეა, ვიდრე 2016 წელს იყო. ეუთოსგან მოვისმინეთ, რომ იყო ძალადობის მუქარაც, დაშინება კენჭისყრის ფარულობის არქონა. საარჩევნო უბნებთან ხალხი იდგა ამომრჩევლების დასაშინებლად, რაც რეალურად, შემაშფოთებელია. პარალელური დათვლის მონაცემები არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს, ეს შემაშფოთებელია და 2003 წლის შემდეგ არ მომხდარა, ის უნდა გადაითვალოს", - განაცხადა ლინდერმანმა.

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 


close დახურვა