logo
ENG



ატოცში ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს სოფელში არ უშვებენ

19 ოქტ 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
30t426fezyfyne8.png

ატოცში მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს  არ უშვებენ. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ეს მათივე უსაფრთხოების მოტივით ხდება.

სამოქალაქო აქტივისტები შაქშაქეთის პოლიციის პუნქტთან იმყოფებიან. როგორც დათო ქაცარავა აცხადებს, პოლიცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებსაც არ უშვებს სოფელში.

„დაიწყეს სპეციალური ბადეების დამონტაჟება. ჩვენ მაშინვე ამოვედით და ამოგვყვა პოლიციაც, რომელიც 24 საათის განმავლობაში გვაკვირდება. მათ დაგვიწესეს შეზღუდვა და არ გვიშვებს სიახლოვესაც კი. უკვე გამოცდილი სქემით ჩვენი ხელისუფლება თმობს ქართულ მიწებს და ოკუპანტები ღობავენ ატოცის ტერიტორიას“, - განაცხადა დათო ქაცარავამ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ მშვიდობიანი ხერხებით პროტესტის გამოხატვა ეზღუდებათ.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ადგილზე მიტანილია ლითონის ბადეები.

 


close დახურვა