logo
ENG



აფგან მუხთარლი: სახეები დავინახე და ფოტო რომ მაჩვენონ ყველას ამოვიცნობ

19 მარ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

"სახეები დავინახე და ფოტო რომ მაჩვენონ მაშინვე ყველას ამოვიცნობ",- ეს განცხადება აფგან მუხთარლიმ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულას სოფო ზურაბიანთან" გააკეთა. მან ინტერვიუში დეტალურად მოჰყვა ის პროცესი, როგორ გაიტაეს და გდასცეს აზერბაიუჯანულ მხარეს.

"ეს ჩემი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში მოხდა, ნიაღვრის ქუჩაზე ვცხოვრობდი. თავს სამი ადამიანი დამესხა და ქართული კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა ეცვათ. თავად ჩავჯექი მანქანაში და ვუთხარი რომ წავსულიყავით პოლიციაში. თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალზე წებოვანი ლენტა შემომახვიეს. როცა ის მომხსნეს, უკვე აზერბაიჯანში ვიყავი. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადამცეს აზერბაიჯანის მხარეს. გზის განმავლობაში მანქანა 4-ჯერ გამომიცვალეს. როცა თავიდან ტომარა მომახსენეს, ეს საგარეჯოს ტერიტორიაზე მოხდა, ერთ-ერთმა მითხრა რომ მოკვლას არ მიპირებდნენ. სახეები დავინახე და ფოტო რომ მაჩვენონ მაშინვე ყვეას ამვოცნობ",-აცხადებს მუხთარლი. 


close დახურვა