აფეთქება ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, ვისია ყირიმი - ასე გამოეხმაურა ოფიციალური კიევი რუსეთის საჰაერო ძალების სამხედრო აეროდრომზე ძლიერ აფეთქებას. ობიექტი ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრზე მდებარეობს. აეროდრომი გამოიყენება ავიაგამანადგურებლებისთვის, მათ შორის იგულისხმება საზღვაო ავიაციაც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აეროდრომზე ბაზირებულია ავიაგამანადგურებლების მესამე პოლკი. სწორედ ამ პოლკს მიაქვს ანექსირებული ყირიმიდან იერიშები უკრაინის წინააღმდეგ. თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მომხდარი საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია და ეს არ იყო თავდასხმა. არადა ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო.
აფეთქება ოკუპირებულ ყირიმში
09 აგვ 202220:13
3 წუთის საკითხავი