logo
ENG



აფეთქებებს ირანში სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა

03 იან 202418:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/03/rg9hda82ulfqlmi.jpg

ირანში, ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა დაახლოებით 170. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ პირველი აფეთქება ყოფილი სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, ხოლო მეორე - დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მაშინ, როცა ადგილზე მომლოცველები გადაადგილდებოდნენ.

სოლეიმანი ოთხი წლის წინ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ირანის „ჩრდილოვანი მეთაურის“ სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.


close დახურვა