logo
ENG



აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მომიტინგეებმა ჭიშკარი ჩამოიღეს, პოლიციამ გაზი გამოიყენა

15 ნოე 202414:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/15/urj1kkbvnlserlr.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტთან მომიტინგეებმა ჭიშკარი ჩამოიღეს. როგორც ტელეგრამ არხებში ინფორმაცია ვრცელდება, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის წინ ჭიშკარი მანქანის საშუალებით ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ძალოვან უწყებებს შორის, მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

მანამდე დე ფაქტო პარლამენტში სესია გაუქმდა, სადაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმება უნდა განეხილათ. პროექტის მოწინააღმდეგეები შენობის გარეთ შეიკრიბნენ და განხილვის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ განაცხადა, რომ "რამდენიმე დეპუტატმა ასეთ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".


close დახურვა