logo
ENG



აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

25 ივლ 202414:20
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს.

კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობასა და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის განხილვა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. 

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაწვევის  გადაწყვეტილება "დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად" მიიღეს. 

ეხო კავკაზა წერს, რომ კანონპროექტი მისმა ინიციატორებმა გაიწვიეს, გადაწყვეტილება კი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ლაშა აბუშამ გამოაცხადა. 

მანამდე, კანონის გაწვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. კანონპროექტის მოწინააღმდეგე ერთ–ერთი ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებს, რომ პროექტის გაწვევა მხოლოდ დროებითი გამოსავალია. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ე.წ ხელისუფლებამ კანონპროექტი კვლავ უკან დააბრუნოს. 

"ამ კანონპროექტის არსებობით მოქმედმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს", – აღნიშნავენ მოძრაობის წევრები. 


close დახურვა