logo
ENG



აფხაზეთის კოლონიზაცია - დროება

23 ივლ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთი ჯერ ბუფერულ ზონად აქცია, ახლა ცდილობს სანქცირებული მოქალაქეებისთვის აქტიურ საკურორტო ზონად დაირეზერვოს. დე ფაქტო ხელისუფლება "ბინების კანონს" განიხილავს, რომ ელიტებს საკუთრების შესყიდვის უფლება მისცეს. კრემლის გეგმამ  "აფხაზეთი აფხაზების გარეშე" - ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი უკვე გამოიწვია. აფხაზური საზოგადოება პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. დაძაბულობა მატულობს. აშკარაა, რომ დანარჩენ საქართველოში გამოხიზნული დევნილების საკუთრების მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია. სხვათა შორის ასეთ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე იყო სინამდვილეში დისკუსია და განხილვები ერთი კვირის წინ წინანდალში გამართულ კონფერენციაზე, სადაც მიწვევის მიუხედავად ხელისუფლება არ გამოცხადდა და შემდეგ სრულიად სამარცხვინო და იდიოტებისთვის განკუთვნილი უხეში და პრიმიტიული პროპაგანდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების და დევნილების პრობლემების განხილვა - სახელმწიფოს გადამტრიალებელთა მორიგ საიდუმლო თავყრილობად გამოაცხადა. პუტინის ახირება და ივანიშვილის მთავრობის დანაშაულებრივი დუმილი - დროების სიუჟეტი აფხაზეთის კოლონიზაციაზე.


close დახურვა